გიორგი შერმადინის 19 ქულა და „ტენერიფეს“ მე-19 გამარჯვება [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მისივე ყოფილ „უნიკახას“ ესტუმრა და დიდი სხვაობით დაამარცხა – 95:64. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტენერიფელებმა 27:7 მოიგეს.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელსაც სარგებლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა – 30. მისი სრული სტსტისტიკა ასეთი იყო:

21 წუთი, 19 ქულა (11/9 ორქულიანი, 2/1 საჯარიმო), 9 მოხსნა, 1 პასი.

„ტენერიფეს“ გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა 8 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

29 ტურის შემდეგ 19 მოგებით შერმადინის გუნდი მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ „„რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება.