საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ ერთად ხეტაფეს თასი მოიგო. ფინალში გიორგის გუნდის მეტოქე მადრიდის „ფუენლაბრადა“ იყო, რომელიც კუნძულელებმა 101:96 დაამარცხეს.
წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 20 წუთში 17 ქულა და 2-2 მოხსნა პასი მოაგროვა. მასზე მეტი მხოლოდ მისმა ფინელმა თანაგუნდელმა სასუ სალინმა ჩააგდო – 18 ქულა. მან 10-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალში „ტენერიფემ“ თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბი „ბასკონია“ დაამარცხა – 81:67. ამ შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე 9 ქულა დაფიქსირდა.