გიორგი შერმადინის 15 ქულა და „უნიკახას“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება „ევროლიგაზე“
„ევროლიგის“ მიმდინარე ტურნირზე, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა. მისმა „უნიკახამ“ სტუმრად თელ ავივის, „მაკაბი“ ანგარიშით 89-78 დაამარცხა. ამ წარმატებაში, უდიდესი წვლილი, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა შეიტანა. შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა, 15 წუთში: 15 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. შერმადინმა 6 დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (26) 28 წლის ქართველი მოთამაშე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ.
მალაგურმა კლუბმა მატჩის დასკვნითი მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარა და გადამწყვეტი უპირატესობაც ბოლო წუთებზე მოიპოვა. შერმადინთან ერთად, სტუმართა შორის, ჯეფ ბრუკსიც გამოირჩა. ამერიკელმა კალათბურთელმა 18 ქულა და 7 მოხსნა მოიპოვა.
ეს გამარჯვება, „უნიკახასთვის“ ზედიზედ მეოთხე გამოდგა. ჟოან პლაზას გუნდი, პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა.