გიორგი შერმადინის 15 ქულა და „უნიკახას“ დასანანი მარცხი ბილბაოში
გიორგი შერმადინის 15 ქულა და „უნიკახას“ დასანანი მარცხი ბილბაოში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-14 ტურის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. გიორგი შერმადინის „უნიკახა“ ბილბაოს ესტუმრა და ადგილობრივ გუნდთან 67-70 წააგო.

საქართველოს ნაკრების ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. 28 წლის შერმადინმა 23 წუთში:19 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა. სპორტსმენმა ოთხივე ორქულიანი გამოიყენა და 12 დან 11 საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო. მალაგელები პრაქტიკულად მთელი შეხვედრის მანძილზე ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედის დასკვნითი ნაწილი სტუმრებმა ჩააგდეს.

ბილბაოს კალათბურთელებს კი ტყორცნები წაუვიდათ და საბოლოოდ სამი ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. ბასკურ კლუბს ვეტერანმა ალექს მუმბრუმ ულიდერა 15 ქულით. „უნიკახა“ ამ მარცხის შემდეგ „ლიგა ენდეზაში“ მეათე ადგილზე იმყოფება. ჟოან პლაზას გუნდი მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე მოქმედ ჩემპიონს, „ვალენსიას“ მიიღებს.