გიორგი შერმადინის 13 ქულა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში [ვიდეო] 1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეორე მატჩი გამართა. მისი „ტენერიფე“ საბერძნეთში „პერისტერის“ ესტუმრა და 81:88 დამარცხდა.
სტუმართაგან ყველაზე მეტი, 17 ქულა ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს ჰქონდა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა (9 შედეგიანი გადაცემა). გიორგი შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო:
26 წუთი, 13 ქულა (3/7 ორქულიანი, 7/10 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.
საინტერესოა, რომ „პერისტერის“ ახლო წარსულში საბერძნეთის კალათბურთის კაშკაშა ვარსკვლავი ვასილის სპანულისი წვრთნის.
ორი ტურის შემდეგ „ტენერიფეს“ ჩემპიონთა ლიგაზე თითო მოგება-წაგება აქვს. უახლოეს მატჩს ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ წინააღმდეგ 23 ოქტომბერს გამართავს.