გიორგი შერმადინის 11 ქულა და მეთექვსმეტე გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრის გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში „ობრადოიროს“ ესტუმრა და 20 ქულის სხვაობით დაამარცხა – 78:58.
წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა 216 სმ სიმაღლის ქართველმა, რომელმაც 23 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. 18 ქულით მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი სასუ სალინი გახდა. მან 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
„ტენერიფეს“ 22 ტურის შემდეგ 16 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 26 მარტს შინ, „გრან კანარიას“ წინააღმდეგ გამართავს. მანამდე, 23 მარტს ჩემპიონთა თასზე თურქულ „დარშაფაკას“ შეხვდება.