ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი იძულებითი პაუზა დასრულდა. გუშინ ტურნირზე სამი მატჩი გაიმართა.
თორნიკე შენგელიასგან განსხვავებით, საკუთარი მატჩის მოგება ვერ შეძლო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. „იბეროსტარი“ შერმადინის ყოფილ გუნდ „უნიკახას“ დაუპირისპირდა და შვიდი ქულის სხვაობით, 70-83 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი მოედანზე 19 წუთით გამოჩნდა. ამ დროის მანძილზე შერმადინმა 10 ქულა, ექვსი მოხსნა, ერღთი პასი და სამი ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ ცხრიდან ორი ორქულიანი და ექვსიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო.