გიორგი შერმადინი - ყველას მადლობას ვუხდი, აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები ვართ #1TVSPORT
გიორგი შერმადინი - ყველას მადლობას ვუხდი, აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები ვართ #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრალიასთან წააგო.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა, გიორგი შერმადინმა განაცხადა, რომ მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობით ბედნიერია.

„რთულია წაგების შემდეგ საუბარი. ვულოცავ ავსტრალიას გამარჯვებას. ვიცოდით, რომ რამდენიმე მოთამაშე ვერ დაგვეხმარებოდა. გამარჯვება გვსურდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ.

აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობა ორგანიზატორებს, სამწვრთნელო სტაფს, სამედიცინო გუნდსა და თითოეულ გულშემატკივარს. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა საოცარი იყო. ახლა კი სახლში წასვლის დროა“ , – განაცხადა გიორგი შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა საუკეთესო 16 ნაკრებს შორის დაასრულა.