„მურსიას“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში, გიორგი შერმადინმა შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა.
მისმა „უნიკახამ“ მეტოქე საკუთარ დარბაზში, მიიღო და ანგარიშთ 78-67 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა, ძირითად ხუთეულში დაიწყო და 16 წუთში: 16 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა.
გიორგიმ, 7-დან 5 ორქულიანი და ექვსივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შერმადინი, საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ქართველ კალათბურთელთან ერთად, რეი მაკკალუმი გამოირჩა 14 ქულით. ვეტერანი კარლოს სუარესის ანგარიშზე, 10 ქულა დაფიქსირდა.
მალაგურ კლუბს, 19 ტურის შემდეგ, 12 მოგება და 7 მარცხი აქვს. ჟოან პლაზას გუნდი, ესპანეთის ჩემპიონატში 4-ე ადგილზე გადავიდა.
მომდევნო ტურში, „უნიკახა“, თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“, სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 თებერვალს, ვიტორიაში ჩატარდება