გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესოა - „ტენერიფემ“ ესპანეთის ლიგაში მეექვსე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია #1TVSPORT
გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესოა - „ტენერიფემ“ ესპანეთის ლიგაში მეექვსე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გამართეს გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ და ბექა ბურჯანაძის „კორუნიამ“. პირველმა „მანრესას“ უმასპინძლა და 94:86 დაამარცხა. კორუნიელებმა კი გრანადაში 77:80 დათმეს.

„ტენერიფეს“ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი შერმადინს, რომელმაც 23 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. იგი შეტევაში უშეცდომო იყო: 5-დან 5 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო.

ბექა ბურჯანაძემ კი „გრანადასთან“ 21 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

„ტენერიფეს“ 7 მატჩში 6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. „კორუნია“ 8 შეხვედრიდან 2 გამარჯვებით მე-16 პოზიციაზეა.