გიორგი შერაზადიშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი შერაზადიშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს.

ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდა გიორგი შერაზადიშვილმა (81კგ), რომელმაც ბრიტანელი ლაჩიან მურჰედი იპონით დაამრცხა. რამდენიმე წუთში ამავე წონით კატეგორიაში იჭიდავებს მეორე ქართველი ზაურ დვალაშვილი, იგი უნგრელ ბენდეგეზ დემეტერის დაუპირისპირდება.

მოგვიანებით ჩაერთვება შეჯიბრში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ). ქართველი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და იგი პირველ დაპირისპირებაში ამერიკელ დომინიკ როდრიგესისა და უნგრელ ბენჩე ბოროსის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლისმედალოსანი გახდა, ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე კი მესამე ადგილზე გავიდა.