გიორგი შაშიაშვილი - ყველაფრის დაკონკრეტება არ მსურს, მაგრამ ფაქტია, რომ „დილადან" წამოვედი
გიორგი შაშიაშვილი - ყველაფრის დაკონკრეტება არ მსურს, მაგრამ ფაქტია, რომ „დილადან" წამოვედი

გიორგი შაშიაშვილსა და გორის „დილას“ გზები გაიყო. ინფორმაცია პირველ არხს თავად გორელთა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დაუდასტურა.

„იყო საკითხები, რის გამოც ჩავთვალე, რომ დარჩენა არ გამოდიოდა. ამას გარდა, სამწვრთნელო პროლიცენზიის არქონაც ხელს მიშლიდა. მოკლედ, ყველაფრის დაკონკრეტება არ მსურს, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი დავტოვე, მაგრამ „დილას“ წარმატება მინდა ვუსურვო“ – ამბობს პირველ არხთან შაშიაშვილი.

39 წლის სპეციალისტი თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი გახლდათ და ფეხბურთელის კარიერა 2013 წლის დეკემბერში დაასრულა. თავიდან მუშაობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში, 2018 წელს ქობულეთის „შუქურას“ წვრთნიდა, ხოლო იანვრიდან გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დარასელია 2018 წლის აგვისტოში შეცვალა.

„დილა“ ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში ევროპის ლიგსი საგზურისთვის იბრძოდა, მაგრამ გუნდი საბოლოოდ ოთხეულშიც ვერ მოხვედა. არსებული ინფორმაციით, გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს გიორგი დეკამოიძე ცაიბარა, რომელიც დასრულებულ სეზონში ლიგა2-ის „თელავს“ ავარჯიშებდა.