გიორგი შაშიაშვილი - ეს მატჩი ყველაფერს ნიშნავს, შანსები თანაბარია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ვეტერანს, გიორგი შაშიაშვილს, რომელიც საბერძნეთში 2009-2012 წლებში „ერგოტელისის“ მაისურით თამაშობდა, ბერძნულმა გამოცემამ, Gazzetta-მ ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის წინ ინტერვიუ ჩამოართვა.
„საბერძნეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ მჯერა, რომ ქართველი ფეხბურთელები ყველაფერს გაიღებენ ევრო 2024-ის საგზურის მოსაპოვებლად. ეს თამაში ყველაფერს ნიშნავს ქართველი გულშემატკივრისთვის, ჩვენ დიდ ტურნირზე მონაწილეობას ვიმსახურებთ.
რა არის საქართველოს უპირატესობა? ის, რომ სახლში ვთამაშობთ, სტადიონი სავსე იქნება და ბრწყინვალე გულშემატკივრები გვყავს. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელია, რაც დიდი უპირატესობაა. ხვიჩა კვარაცხელია ახლა პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
საბერძნეთი ტაქტიკურად შესანიშნავადაა მომზადებული. რაც შეეხება ნახევარფინალურ შეხვედრებს, ვფიქრობ, ლუქსემბურგი ყაზახეთზე უკეთესი ნაკრებია. საქართველომ ხუთშაბათს ძალიან კარგად ითამაშა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას გარეშე იყო.
საბერძნეთის 5:0 გამარჯვებაც საქართველოს ნაკრებისთვის საყურადღება უნდა იყოს. თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენი ამოცანა რთული იქნებოდა და ფეხბურთელებს დიდი ბრძოლა მოუწევდათ. ვფიქრობ, რომ შეხვერაში შანსები თანაბარია.
საბერძნეთის ჩემპიონატი საქართველოსაზე ბევრად უკეთესია, მაგრამ ნაკრების მოთამაშეები ქვეყნის გარეთ თამაშობენ. საბერძნეთმა მოიგო ევრო 2004 და ეს ბევრზე მეტყველებს. მათ დღეს დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ეს უკვე ისტორიაა“, – ამბობს გიორგი შაშიაშვილი.