გიორგი ქვილითაიას გუნდმა, „არისმა“ ორი ამხანაგური შეხვედრა ფრედ დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების წევრის, გიორგი ქვილითაიას გუნდმა, „არისმა“ ავსტრიაში მიმდინარე შეკრებაზე ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე ფრედ დაასრულა.
„არისის“ პირველი საკონტროლო შეხვედრა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „ჰამბურგთან“ 0:0 დასრულდა, სადაც ქვილითაიამ მოედანზე ერთ ტაიმი გაატარა.
მომდევნო ამხანაგურ მატჩში კი საუდის არაბეთის პირველი დივიზიონის გუნდის, „ალ ფაიჰას“ წინააღმდეგ 1:1 დაფიქსირდა. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.
შემდეგი ამხანაგური თამაშები „არისს“ იტალიურ „უდინეზესა“ (31 ივლისს) და ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ (3 აგვისტოს) აქვს დაგეგმილი.