გიორგი ქვილითაიამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა საკუთარ ქვეყანაში ასე განიცდიან შენს გასაჭირს და ასე ახლოს მიაქვთ გულთან. უღრმესი მადლობა ყველას. მადლობა, რომ გჯერათ ჩემი. ამხელა სიყავრულის შემდეგ, მე არ მაქვს დანებების უფლება და არც დავნებდები. ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი“ – წერს ქვილითაია.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას გამოტოვებს. ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და ორშაბათს ბელგიაში ოპერაციას გაიკეთებს.