გიორგი ქვილითაია - ორი-სამი გუნდისგან მქონდა შემოთავაზება და უარი ვთქვი #1TVSPORT
კვიპროსულ ტელეკომპანია Digital TV-ის გადაცემაში მიწვეულმა „აპოელის“ ბომბარდირმა, გიორგი ქვილითაიამ გუნდზე, ბოლოდროინდელი წარმატებული გამოსვლის მიზეზებსა და ზამთარში მიღებულ შემოთავაზებებზე ისაუბრა:
„მოხარული ვარ, რომ „ომონიასთან“ ძალიან მნიშვნელოვანი დერბი მოვიგე. მე ნამდვილად მჯერა ჩემპიონობას რომ მოვიპოვებთ. წინ კიდევ 10 ფინალის ტოლფასი მატჩი გვაქვს, მაგრამ ბოლო დროს „აპოელი“ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს და გუნდის მჯერა. ჩვენ ნამდვილად ძლიერი გუნდი ვართ მარტო იმიტომ, რომ ერთსულოვნები ვართ – ეს მნიშვნელოვანია ფეხბურთში.
– „ომონიასთან“ ორი პენალტი დავარტყი. ჩვეულებრივ, პენალტის დროს მეკარის მოძრაობას ველოდები, მაგრამ ფაბიანო პირველი დარტყმის დროს დამელოდა და ძალიან კარგი სეივი შეასრულა! სულ კარიერაში დაახლოებით 20 პენალტი გავიტანე, ზედიზედ ორი პენალტი კი არასოდეს გამიფუჭებია და მჯეროდა, რომ მეორე დარტყმას გავიტანდი და ასეც მოხდა.
– თავიდან „ომონიაში“ რაღაც სირთულეები მქონდა. ყველაფერს თავისი ახსნა გააჩნია. ძნელია, როცა თავდამსხმელი ხარ და გოლი არ გაგაქვს. თავიდან ახალი გუნდი ვიყავით ბევრი ახალი ფეხბურთელით. დაწყება და გუნდის მზადყოფნა ადვილი არ არის, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით და შეუთამაშებლები ვიყავით. იმის მიზეზი, რომ ახლა მეტს ვიტან, არის ის, რომ გუნდურად უკეთ ვთამაშობთ. გუნდმა ჩემი დაიჯერა და ეს ძალიან დამეხმარა – ფეხბურთელისთვის ნდობა ყველაფერია.
– მე მჯერა, რომ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეგვიძლია. მოქმედ ჩემპიონ „ომონიასთან“ კიდევ ორი თამაში გველოდება. თუ მათ მოვიგებთ, მათთვის ეს ექვსი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი წარმატების ირგვლივ ყველას სჯეროდა. ხალხი გვერდში გვედგა წაგებების მიუხედავადაც და ეს ძალას გვაძლევდა. ახლა სულ უფრო მეტ ადამიანს სჯერა ჩვენი და სტადიონზე მეტმა ხალხმა დაიწყო მოსვლა.
– გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ოთხი მარცხის შემდეგ პრეზიდენტი გასახდელში მოვიდა, მხარი დაგვიჭირა და გვითხრა, რომ ჩვენი სჯეროდა. მას უყვარს „აპოელი”, რომელიც მწვრთნელმა შეკრიბა, ის საკვანძო ფიგურაა. ოქრიაშვილის ძალიან მჯერა, რადგან მას ბევრი რამ შეუძლია მოედანზე და ეს ბევრჯერ აჩვენა. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და იმედია, მალე დაგვეხმარება.
– თუ მიწვედნენ? იანვარში 2-3 უცხოური გუნდისგან მქონდა შემოთავაზება და უარი ვთქვი. რაც შეეხება უკრაინას, რომელსაც გოლის შემდეგ მხარი დავუჭირე, ყველანაირად მხარს ვუჭერ და მისი დროშის აფრიალება ამიტომ გადავწყვიტე“.