გიორგი ქვილითაია - ნინუა დიდი ტალანტია
გიორგი ქვილითაია - ნინუა დიდი ტალანტია

ბერძნულმა გამოცემა „მეტროსპორტმა“ გიორგი ქვილითაიას ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 27 წლის თავდამსხმელი იმ სასტუმროში მივიდა, სადაც სალონიკის პაოკ-ი დაბინავდა და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა.

სხვადასხვა თემებთან ერთად, გიორგი ქვილითაიამ ინეტრვიუში პაოკი-ის ქართველ ნახევარმცველ ნიკა ნინუაზეც ილაპარაკა.

„ნინუა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, შესაძლოა – უდიდესიც. შემთხვევითი არ არის, რომ პაოკ-ში მისი ტრანსფერი რომ განხორციელდა. წარმოუდგენლად ასრულებს ჯარიმებს. რა თქმა უნდა, ვნახე გოლი, რომელიც მან „პანეტოლიკოსს“ საჯარიმო დარტყმით გაუტანა. საოცარი შესრულება და საერთოდ, ძალიან კარგი მონაცემები გააჩნია. ნიკასთან თითქმის არ მითამაშია, მაგრამ მის შეხვედრებს ვუყურებდი. მას ახალ გუნდში ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, რადგან ქვეყანა და ჩემპიონატი შეიცვალა. მჯერა, რომ ის მუშაობას გააგრძელებს და გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს“, – ამბობს ქვილითაია.

ქართველმა თავდამსხმელმა არ დამალა, რომ საბერძნეთში იწვევდნენ: „ახლა „ანორთოსისში“ თავს კარგად ვგრძნობ და ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ საბერძნეთის ჩემპიონატი საკმაოდ კონკურენტუნარიანი და საინტერესოა. ოდესმე საბერძნეთის გუნდში თამაში თუ შემოუთავაზებიათ? ადრე იყო ვარიანტი, მაგრამ გუნდის სახელის დაკონკრეტებას მოვერიდები“.