გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
საზეიმო ღონისძიება კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირის ორგანიზებით შედგა. საღამოზე ქვილითაიას ჯილდო თემურ ქეცბაიამ გადასცა.
ქართველმა თავდამსხმელმა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას მადლობა გადაუხადა.
„ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს მიღებით. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა და განსაკუთრებული მადლობა თემურ ქეცბაიას, რაც მან ჩემი კარიერისთვის გააკეთა“, – ამბობს გიორგი ქვილითაია.
2020 წლის ზაფხულში ნიქოზიის აპოელ-ის კაპიტანი კვიპროსში სათამაშოდ სწორედ ქეცბაიამ გადაიყვანა. „ანორთოსისთან“ ერთად მან ქვეყნის თასი მოიგო.