გიორგი ქვილითაია - გვაქვს მოტივაცია, რომ მომავალ სეზონში „აპოელმა“ წარმატებას მივაღწიოთ #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - გვაქვს მოტივაცია, რომ მომავალ სეზონში „აპოელმა“ წარმატებას მივაღწიოთ #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ სეზონის დასასრულს „აპოელის“ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართა და განვლილი სეზონი შეაჯამა.

„წელს ბევრის თქმა შეიძლება! ბევრი ემოცია იყო, ხან დადებითი, ხან უარყოფითი, ბევრი სიხარული და სევდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ერთსულოვნება იყო! მიუხედავად საშინელი სტარტისა, გულშემატკივრები ჩვენთან ერთად იყვნენ და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ!

ეს არის წარმატების მიზეზი, თქვენ ხართ ყველაზე დიდი ძალა ამ გუნდში და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერის წყალობით მომავალი სეზონი უაღრესად წარმატებული იქნება! ყველას გვესმის და ვფიქრობთ, რომ სეზონის ამ დასასრულს წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ყველას გვაქვს მოტივაცია, რომ მომავალ სეზონში „აპოელი“ წარმატებას მივაღწევთ და ვიქნებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ყველას წინააღმდეგ! მხოლოდ „აპოელი!“, – წერს გიორგი ქვილითაია.

სეზონის დასაწყისში „აპოელი“ ბოლო ადგილებზე იყო, ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, საბოლოოდ კი, კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.