გიორგი ქვილითაია - ევრო 2024 განსხვავებული და სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის #1TVSPORT
ლიმასოლის „არისის“ მენეჯმენტმა კვიპროსის ჩემპიონატის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა და ახალწვეულები წარადგინა, მათ შორის გიორგი ქვილითაია, რომელმაც ახალ გამოწვევაზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გამოსვლასაც შეეხო.
„აპოელ-იდან წასვლის გადაწყვეტილება ჩემთვის ადვილი მისაღები არ იყო. ვგრძნობდი, ცვლილება მჭირდებოდა. იცით, რომ აპოელ-თან ძალიან მჭიდრო კონტაქტი მაქვს, მაგრამ „არისის“პრეზიდენტსა და მწვრთნელს ახალ პროექტზე ველაპარაკე და მომეწონა.
ევრო 2024 განსხვავებული და სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ემოცია განვიცადე, რადგან მსგავსი რამ ფეხბურთელის ცხოვრებაში იშვიათად ხდება“, – განაცხადა ქვილითაიამ.
კვიპროსის სუპერლიგაში „არისი“ ახალი სეზონის პირველი ტურის შეხვედრას 24 აგვისტოს სტუმრად „კარმიოტისას“ წინააღმდეგ გამართავს.