გიორგი ქვილითაია - ჭკვიანურად ვითამაშეთ, საპასუხო შეხვედრისთვისაც სერიოზულად უნდა მოვემზადოთ #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - ჭკვიანურად ვითამაშეთ, საპასუხო შეხვედრისთვისაც სერიოზულად უნდა მოვემზადოთ #1TVSPORT

„აპოელის“ კაპიტანმა, გიორგი ქვილითაიამ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ პირველი მატჩის (2:0) დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თანაგუნდელებს განმეორებით შეხვედრაშიც ყურადღებით თამაში ურჩია.

„პირველად ვთამაშობ ქართულ გუნდთან და უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ პროფესიონალი ვარ და ვიცი, როგორ მოვიქცე. კვიპროსში კარგი შედეგით ვბრუნდებით, მაგრამ ნიქოზიაში საპასუხო შეხვედრისთვისაც სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.

„დილა“ სახლში თამაშობდა და თავიდან შანსები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ჭკვიანურად და სწორად ვითამაშეთ, ამიტომ მოვიგეთ. პირველი გოლი ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეგვმატა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოგებისთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

„აპოელის“ გულშემატკივრებზე, მინდა, ცალკე ვთქვა, რადგან ეს ხალხი, როგორც ყოველთვის, ჩვენ გვერდითაა და შევეცდებით, რომ განმეორებით შეხვედრაში კიდევ უფრო გავახაროთ“, – ამბობს გიორგი ქვილითაია.

„აპოელისა“ და გორის „დილას“ განმეორებითი შეხვედრა კვიპროსში გაიმართება. 17 აგვისტოს თამაშს ნიქოზიის სტადიონი უმასპინძლებს.