გიორგი ქვილითაია - აპოელ-ი სახლში სხვა სახეს ვაჩვენებთ #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - აპოელ-ი სახლში სხვა სახეს ვაჩვენებთ #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგაზეგენტთან“ განმეორებით მატჩზე, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება. პირველი შეხვედრა ბელგიაში „გენტმა“ 2:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ქართველ თავდამსხმელს თავიდან კითხვა იმ პერიოდის შესახებ დაუსვეს, რომელიც მან „გენტში“ გაატარა და ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო.

„ეს პერიოდი ჩემთვის ადვილი არ იყო. ისიც სათქმელია, რომ მწვრთნელის (ჯეს თორუპის) მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდი. ვფიქრობ, უფრო მეტ შანსს ვიმსახურებდი, მაგრამ „გენტში“ გატარებული დრო მაინც სასიამოვნოდ მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კორონავირუსის პანდემიის რთულ დროს დაემთხვა.

რაც შეეხება ჩემს ყოფილ გუნდთან განმეორებით შეხვედრას – უეჭველია, ჩვენს მოედანზე სხვა სახეს გამოვაჩენთ. პირველ თამაშში, შესაძლოა, ჩვეულებრივზე ცოტა ფრთხილად ვითამაშეთ. მაშინ ძირითადად ორთაბრძოლებით და ბურთის კონტროლით ვცდილობდით მიზნის მიღწევას და შანსების შექმნას, მაგრამ, იმედია, ახლა ამას შევძლებთ. ჩვენ შეგვიძლია აპოელ-ის ნამდვილი სახე განმეორებით მატჩში ვაჩვენოთ“, – ამბობს გიორგი ქვილითაია.

კონფერენს ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში აპოელ-ი „გენტს“ 31 აგვისტოს უმასპინძლებს.