გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „ხიხონს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთში საფეხბურთო სეზონი გოლით დაიწყო. ქართველმა ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „ხიხონს“ გაუტანა და „ლევანტეს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

„ხიხონმა“ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ჯონათან დუბასტინის გოლი გააუქმა. „ლევანტე“ კი მე-15 წუთზე კარლოს ალვარესის გოლით დაწინაურდა.

„ჯვაროსნების“ საყრდენმა ნახევარმცველმა თავი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა. გიორგიმ მეტოქის კარი 42-ე წუთზე აიღო და შესვენებამდე „ლევანტეს“ უპირატესობა გაზარდა.

„ასე აღნიშნავს გოლს ჩემი ვარსკვლავი“, – ქართველის გოლს „ლევანტეს“ სოციალური მედიის მენეჯერი გამოეხმაურა.