გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ მოიგო და ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერია #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ელდენსე“ მიიღო და ლიგის დებიუტანტი დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.
ლა ლიგა 2-ის მეხუთე ტურში, დატვირთული სანაკრებო მატჩების შემდეგ, „ლევანტეს“ მწვრთნელმა ქოჩორაშვილს დასვენების საშუალება მისცა და ის მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა.
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ხოლო „ლევანტემ“ წონასწორობა ტაიმის მიწურულს აღადგინა.
აღსანიშნავია, რომ „ედენსემ“ პირველი ნახევარი ცხრა ფეხბურთელით დაასრულა, მსაჯმა ორი მოთამაშე მოედნიდან გააძევა. „ლევანტე“ წინ 74-ე წუთზე კარლოს ესპის გოლით გავიდა, ხოლო კარლოს ალვარესმა 81-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა დააფიქსირა.
საბოლოოდ, დამაჯერებელი მოგებით და მორიგი სამი ქულით (სულ 11ქულა) „ლევანტე“ „ეიბარს“ დაეწია და დამატებითი მაჩვენებლის წყალობით ლა ლიგა 2-ის ლიდერია.