გიორგი ქოჩორაშვილი - საკლუბო ფეხბურთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა, გთხოვოთ, 25 ივლისს სტადიონზე მივიდეთ და „იბერია“ გავამხნევოთ #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი - საკლუბო ფეხბურთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა, გთხოვოთ, 25 ივლისს სტადიონზე მივიდეთ და „იბერია“ გავამხნევოთ #1TVSPORT

თბილისის „იბერიამ“ უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიმართვა გაავრცელა.

ალბანურ „პარტიზანთან“ მატჩამდე ქოჩორაშვილმა თბილისური გუნდი გაამხნევა, ხოლო გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა.

„როგორც იცით, ქართული კლუბები ევროტურნირებზე ითამაშებენ. 25 ივლისს „იბერია“ „პარტიზანს“ უმასპინძლებს. საკლუბო ფეხბურთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, გთხოვოთ, 25 ივლისს ყველა მივიდეთ სტადიონზე და გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები, რადგან მათ ეს ძალიან სჭირდებათ. 25 ივლისს ყველანი „იბერიას“ ვგულშემატკივრობთ“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

„იბერიისა“ და ტირანას „პარიტაზანის“ მატჩი 25 ივლისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.