გიორგი ქოჩორაშვილი - ჩეხეთთან მატჩი ნამდვილი ფინალი იქნება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა შეაფასა და მომავალ მატჩზეც ისაუბრა.
„რთული თამაში იყო. გუნდმა შესანიშნავად დაიწყო, მეორე ტაიმიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტს ველოდებით. ვცდილობთ, გამოვასწოროთ შეცდომები და შემდეგი მატჩისთვის ჩვენთვის დამსახასიათებელი განწყობა დავიბრუნოთ. რამდენჯერაც არ უნდა წავიქცეთ, გვჯერა, რომ ავდგებით და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.
შემდეგი მატჩი ჩეხეთთან ნამდვილი ფინალი იქნება. ერთიანობით ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა ფეხბურთელმა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალის ტოლფას შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი ოლომოუცში 19 ნოემბერს გაიმართება.