გიორგი ქობულია - ელექტრომობილების წარმოების პროექტისთვის ხუთი ევროპული ქვეყანა იბრძოდა და საქართველომ გაიმარჯვა
გიორგი ქობულია - ელექტრომობილების წარმოების პროექტისთვის ხუთი ევროპული ქვეყანა იბრძოდა და საქართველომ გაიმარჯვა

საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ელექტრომობილების წარმოების პროექტისთვის ხუთი ევროპული ქვეყანა იბრძოდა და საქართველომ გაიმარჯვა. ქობულიას განცხადებით, ასეთი ტიპის პროექტები არის უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

„აქ არის ლაპარაკი ელექტრომობილების წარმოებაზე. ამ პროექტისთვის იბრძოდა რამდენიმე ქვეყანა და საქართველომ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. ხუთ ევროპულ ქვეყანაზე იყო ლაპარაკი. ეს პროექტი ჩვენთვის ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს, ნიშნავს ექსპორტს, რადგან პროდუქციის ნახევარი იქნება ექსპორტირებული ევროკავშირში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეალურად უკვე ასეთ შედეგებს.

მინდა დავამატო, რომ აქ არის ლაპარაკი მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე და ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩვენ უფრო მეტ და მეტ ლოკალიზაციას გავაკეთებთ ამ წარმოების შემადგენლობის. თავიდან, კომპანიას მანქანების ნაწილები შემოაქვს, აქ არის აწყობა, აქ არის მონტაჟი, მაგრამ ნელ-ნელა თვითონ ამ შემადგენელი ნაწილების ლოკალიზაციაც მოხდება. ჯერ ეს დასაწყისია და ასეთი დასაელექტრომობილების წარმოებწყისი რა თქმა უნდა ძალიან დიდ ბიძგს აძლევს სხვადასხვა საწარმოების განვითარებასაც, რომლებიც იქნებიან ჩართული ამ საწარმოსთვის სერვისების გაწევით. ამიტომ, ამ პროექტს ნუ შევხედავთ მარტო მნიშვნელობის თვალსაზრისით, როგორც ელექტრომანქანების წარმოებას, რადგან ეს არის პროექტი, რომელიც ბიძგს აძლევს რეალურად ჩვენთან ინდუსტრიის განვითარებას“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ ქარხანა ქუთაისში იქმნება, რადგან საქართველოში ავტოწარმოება სწორედ ამ ქალაქში არსებობდა წინა წლებში.

„დიდი ავტომწარმოებელი კომპლექსის განვითარებას ათობით კი არა, ასეულობით მილიონი დოლარი დასჭირდება, კომპანია ამას ეტაპობრივად განახორციელებს და დასაწყისში საუბარია რამოდენიმე ათეულ მილიონ დოლარზე.

ასეთი ტიპის წარმოება, ეს არის მაგალითი არა მარტო ავტოწარმოებაში, არამედ მაგალითად ელექტრონიკის წარმოებაში და ამას უყურებს მთელი მსოფლიო. ეს არის მსხვილი პროექტი და რა თქმა უნდა, ის გახდება სხვებისთვის მაგალითი, რომ საქართველო მზად არის ესეთი ინვესტიციების მისაღებად“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება.

დატოვე კომენტარი