გიორგი ქობულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მცველის, გიორგი ქობულაძის ჯანმრთელობას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია კლუბიდან მიაწოდეს.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში, ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა. 86-ე წუთზე შეხვედრა 14 წუთით შეწყდა – ფოთელთა თავდამსხმელ ვალერი ოლხოვთან შეჯახების შემდეგ „ტორპედოს“ მცველი, გიორგი ქობულაძე მოედანზე წაიქცა და გონება დაკარგა.
ქობულაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მალთაყვის საავადმყოფოში გადაიყვანა. ფეხბურთელს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა – ექიმებმა ქუთაისელთა მცველს ათდღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერეს.