გიორგი ქინქლაძე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებულ ფეხბურთელებს შორის მეხუთე ადგილზეა, პირველია - პელე
გიორგი ქინქლაძე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებულ ფეხბურთელებს შორის მეხუთე ადგილზეა, პირველია - პელე

ცნობილმა პორტალმა Football 365 – მა შეადგინა ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებული ფეხბურთელის სია. მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე.

პირველი ადგილი დაიკავა „ფეხბურთის მეფემ“, ბრაზილიელმა პელემ. აღვნიშნავთ, რომ ის ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. მეორე ადგილზეა ფრანგი დავიდ ჟინოლა. მესამე პოზიცია ერგო ბრაზილიელ რობერტო კარლოსს.

მოქმედი ფეხბურთელებიდან სიაში მოხვდა სამი ბრაზილიელი – ნეიმარი, ფილიპე კოუტინიო და ჰალკი.

სრულად ყველაზე „გადაფასებული“ ფეხბურთელების სია ასეთია:

1. პელე

2. დავიდ ჟინოლა

3. რობერტო კარლოსი

4. კლოდ მაკელელი

5. გიორგი ქინქლაძე

6. ფელიპე კოუტინიო

7. ნეიმარი

8. პოლ სქოულზი

9. ჰიდეტოში ნაკატა

10. ჰალკი