გიორგი პაპუნაშვილი - ტრავმა სერიოზული არაა და მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო
საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე გიორგი პაპუნაშვილი შეუერთდება. „რეალ სარაგოსას“ 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ეროვნულ გუნდთან ერთად გიბრალტართან და დანიასთან მატჩებისთვის მოემზადება.
ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი ისევ დაშავდა და „რეალ სარაგოსას“ დარჩენილ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარებოდა. თუმცა გიორგი პაპუნაშვილი თბილისშია და სანაკრებო თამაშებისთვის მზადებას შეუდგება.
„ტრავმა სერიოზული არაა, უკვე თბილისში ვარ და ნაკრებს შეკრებაზე შევუერთდი. „სარაგოსაში“ ვარჯიშის დროს ტკივილი ნამდვილად ვიგრძენი, მაგრამ სურათი რომ გადამიღეს, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და ნაკრებში ამიტომაც ჩამოვედი. 100 პროცენტით ვეცდები, რომ იმედები გავამართლო და ნაკრებს დავეხმარო“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი პაპუნაშვილი.
პაპუნაშვილთან ერთად, ეროვნულ გუნდს შეკრებაზე დრეს კიდევ სამი ფეხბურთელი შეუერთდა – გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი) და ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია).