გიორგი პაპუნაშვილი - მთავარია, ეროვნული ნაკრების თამაშებამდე ფორმაში ჩავდგე
გიორგი პაპუნაშვილი - მთავარია, ეროვნული ნაკრების თამაშებამდე ფორმაში ჩავდგე
„ჩემი მომავალი ბოლო დროს რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს – გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლუცერნი“ მიწვევდა. მანამდე ითქვა, თითქოს „პანათინაიკოსში“ გადავდიოდი, ასევე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“. მე ვფიქრობ, ის ნაბიჯები გადავდგა, რომელიც ჩემს კარიერას წაადგება“, – აცხადებს საქართველოს პირველი არხთან გიორგი პაპუნაშვილი.
 
24 წლის ქართველ ფეხბურთელს სანტანდერის „რასინგთან“ იჯარა დაუსრულდა და სარაგოსას „რეალს“ დაუბრუნდება.
„სარაგოსას გუნდის ხელმძღვანელობასთან სერიოზული სალაპარაკო მექნება. მე არაფერი დასამტკიცებელი არ მაქვს. მათ ჩემი შესაძლებლობები კარგად იციან. მინდა, რომ დავბრუნდე და ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც ჩემს კარიერას წაადგება“, – ამბობს საქართველოს პირველი არხთან პაპუნაშვილი.
საქართველოს ნაკრების შემტევის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, სანაკრებო თამაშებისთვის მზად იყოს: „შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ბელარუსთან შეხვედრა ელის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი საკლუბო საკითხი გადაწყდება და ეროვნული გუნდის თამაშებამდე მექნება პრაქტიკა და ფორმაში ჩავდგები“.
დატოვე კომენტარი