გიორგი პაპავა „დინამოს“ შანსებზე - „ტირანა“ ძლიერია, მაგრამ კარგად გვყავს შესწავლილი
ალბანურ „ტირანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრამდე, თბილისის „დინამოს“ მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე, მთავარ მწვრთნელთან, კახა ჩხეტიანთან ერთად „დინამო-არენაზე“ გუნდის ფეხბურთელი გიორგი პაპავაც იმყოფებოდა.
„დინამოს“ მწვრთნელი კახა ჩხეტიანი – ვიმედოვნებ, გულშემატკივრები ხმას მოგვაწვდენენ
თბილისელთა 27 წლის ნახევარმცველმა მომავალ დაპირისპირებასა და გუნდის მზადებაზე ილაპარაკა:
„მეტოქე საკმაოდ ძლიერია. მაგრამ მიმაჩნია, რომ სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა კარგად შევისწავლეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები”, – ამბობს გიორგი პაპავა და დასძენს:
„კონცენტრირებულები ვართ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან „დინამოს” სახელით გამოსვლა ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. არც ის გვავიწყდება, რომ ერთ შეხვედრაში კონცენტრაცია ნებისმიერ გუნდს შეუძლია, მათ შორის მეტოქესაც. თუმცა, რა თქმა უნდა, სახლში თამაში უპირატესობაა და მის გამოყენებას შევეცდებით. ამას გარდა, ჩვენი მცირე უპირატესობა ისიცაა, რომ საქართველოში ჩემპიონატი მიმდინარეობს და ფეხბურთელები ფორმაში ვართ”.
„დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას ალბანურ „ტირანასთან“ 19 აგვისტოს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება და უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.