გიორგი ნიკოლაძემ პარა ტაეკვანდოში კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს პარა ტაეკვანდოს ნაკრები წარმატებულ ასპარეზობს განაგრძობს მანჩესტერში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.
ტურნირის მეორე დღეს გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა მეოთხედფინალში თურქი მოწინააღმდეგე, ხუთგზის ევროპის ჩემპიონი დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელთან წააგო და მესამე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე პარა ტაეკვანდოში ორი დღით ადრე ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ხიზანიშვილი გახდა, ხოლო ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
საქართველოს ნაკრები აგრძელებს პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას.