გიორგი ნემსაძე ვლადიმირ ვაისის მუშაობას დადებითად აფასებს. ამავე დროს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი მიიჩნევს, რომ ქართულ ფეხბურთს უახლოეს წლებში წინსვლის პერსპექტივა გააჩნია, რადგან კარგი თაობა წამოვიდა.
„საქართველოს ნაკრებმა ისეთი დიდი სიხარული მოგვანიჭა, რომლის მსგავსიც ქართულ ფეხბურთში ბოლო ათწლეულებია, არ გვახსენდება. მოგებასთან ერთად ისიც მახარებს, რომ თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა და გუნდი იმ სტილში თამაშობს, რომელიც ქართველებს ძალიან გვიყვარს – სწრაფად, ტექნიკურად და აზრიანად. მესამე წელია ვაისი ნაკრების მწვრთნელია და გუნდს საკუთარ ხელწერა დაატყო“ – ამბობს ნემსაძე პირველ არხთან.
ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ის ფაქტი აიმედებს, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდაა: „ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა, ბევრი მათგანი კი კარიერას ახლა იწყებს. ანუ ეს თაობა ნაკრებში კარგა ხანი იქნება და მათი ყურება 9-10 წელი მაინც მოგვიწევს. ეს კი იმას ნიშშავს, რომ საქართველოს ნაკრები ზრდას და განვითარებას გააგრძელებს.“