საქართველოს ეროვნულ ლიგაში სატრანსფერო „ფანჯარა“ დაიხურა და გუნდებმა ბოლო ტრანსფერები განახორციელეს.
ფოთის „კოლხეთი 1913“-ში კიდევ ორი ფრანგი ფეხბურთელი ითამაშებს. გუნდმა 25 წლის მარჯვენა მცველი ია ია ტურე და 23 წლის ცენტრალური მცველი სამუელ კომგა დაიმატა.
„ზალცბურგის” განელი შემტევი დანიელ ოვუსუ კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს. ის იჯარით თამაშობდა ავსტრიის მეორე ლიგის ბინადარ გუნდებში – „ლაიფერინგში“, „ფერსტ ვენაში“ და „ამსტეტენში“.
თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა გიორგი მოისწრაფიშვილი. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოისწრაფიშვილი ბელგიის რანგით მეორე ლიგის გუნდში, „ბევერენში“ გადავიდა. საიჯარო ხელშეკრულება ერთ წელზე იყო გათვლილი, მაგრამ ის ვადაზე ადრე შეწყდა.