გიორგი მოისწრაფიშვილი იჯარით „ბევერენში“ ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი მოისწრაფიშვილი იჯარით „ბევერენში“ ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი მოისწრაფიშვილი იჯარის წესით ბელგიურ „ბევერენში“ ითამაშებს, – ინფორმაციას „დინამო თბილისის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას ბელგიურ „ბევერენში“ გააგრძელებს. ჩვენი გუნდის შემტევი ბელგიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით იასპარეზებს“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.

21 წლის გიორგი მოისწრაფიშვილი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მან ლურჯ-თეთრი ფორმით 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პროფესიული კარიერა 2020 წელს „დინამო თბილისი 2“-ში დაიწყო, მაგრამ იმავე წელს იჯარით „თელავში“ გადავიდა და კარგი თამაშის შემდეგ, 2021 წელს „დინამოში“ დაბრუნდა. იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი, მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ევრო 2023-ზე.

„ბევერენი“ ჩელენჯპრო ლიგის წარმომადგენელია, რომელიც ბელგიის საფეხბურთო ლიგის სისტემაში მეორე უმაღლესი დივიზიონია. გუნდი 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-11 ადგილზეა.