გიორგი მოისწრაფიშვილი - 21-წლამდელებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თუ დაგვიმატებენ, ევრო 2023-ზე ძალიან კარგი გუნდი ვიქნებით #1TVSPORT
გიორგი მოისწრაფიშვილი - 21-წლამდელებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თუ დაგვიმატებენ, ევრო 2023-ზე ძალიან კარგი გუნდი ვიქნებით #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბოლო ორ შეხვედრასა და ევრო 2023-ისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„სექტემბერში ორივე თამაში წავაგეთ. ხდება ასეთი რამ. დიდი ხანია, წაუგებელი სერია გქვონდა და ეს დამარცხებები ჩვენთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ „შიდა სამზარეულოში“ ცუდი არაფერი ხდება. ეს შეკრება ჩაგვივარდა, მაგრამ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვითარება გამოვასწოროთ. იმედია, ასეც იქნება. ამ ნაკრების ზრდის პერსპექტივა იგრძნობა. ყველა შეკრებაზე წინ მივდიოდით, მაგრამ ეს შეკრება ჩაგვივარდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრებს აქვს იმის ძალა და შესაძლებლობა, ეს (ჩავარდნა) დაძლიოს.

საბა საზონოვი გუნდმა კარგად მიიღო. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ყველა ახალმოსულს ისე ვიღებთ, როგორც დიდი ხნის გუნდელს. კარგი მცველია, რუსეთის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და რა თქმა უნდა, ხისტია. თამაში ძალიან კარგად შეუძლია. ადაპტაცია გასავლელი აქვს და გუნდს შეეჩვევა. ზოგადად, ახალგაზრდულში ბევრი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ეროვნულ ნაკრებში ძალიან მალე შეაღოს კარი. ალბათ, ეს მალე მოხდება.

ვხედავთ, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდებს აკვირდება და შანსს აძლევს. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის იმედი ყველას აქვს. თუ იმ ფეხბურთელებს დაგვამატებენ,  ვისაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში უწევს, ძალიან კარგი გუნდი ვიქნებით და ძალიან შორს შეგვიძლია გასვლა. შეთამაშებაც არ იქნება პორბლემა, რადგამ უმეტესობა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი მოისწრაფიშვილმა.