გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 10 მილიონამდე გაიზარდა #1TVSPORT
შესანიშნავი სეზონის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 10 მილიონამდე გაიზარდა – განახლებულ მონაცემებს სააგენტო Transfermarkt-ი ავრცელებს.
გიორგის სატრანსფერო ღირებულება ექვსი მილიონი იყო და ახლა ოთხი მილიონით გაიზარდა. „მეცის“ 22 წლის თავდამსხმელი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 24 გოლითა და რვა საგოლე გადაცემით რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო.
ქართველის გადაბირება ახლა სურთ პრემიერლიგაში დაბრუნებულ „ბარნლისა“ და ასევე, ტურინის „იუვენტუსს“.
გაიზარდა საქართველოს ნაკრების კიდევ რამდენიმე მოთამაშის შეფასებაც. ზურიკო დავითაშვილის ფასი 2.5 მილიონი ევრო გახდა „ბორდოში“ მშვენიერი თამაშის შედეგად.
ფასი მოემატათ „კრემონეზეს“ მცველს ლუკა ლოჩოშვილსა (1.8 მილიონი. იყო 1.5 მილიონი) და ლუკა გაგნიძეს (2 მილიონი 1.5-ის ნაცვლად).