გიორგი მიქაუტაძის პირველი საგოლე გადაცემა - „ლიონმა“ „ლე ავრს“ სძლია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის პირველი საგოლე გადაცემა - „ლიონმა“ „ლე ავრს“ სძლია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურში სტუმრად „ლე ავრი“ 4:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ევრო 2024-ის თანაბომბარდირი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან იწყებდა და მოედანზე 72-ე წუთზე ჩერკის ნაცვლად შევიდა.

„ლიონმა“ მატჩში თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა. 32-ე წუთზე აბნერმა სტუმრები დააწინაურა. მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე ფოფანამ თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო 71-ე წუთზე თავი ლაკაზეტმა გამოიჩინა.

მიქაუტაძე მოედანზე შესვლის შემდეგ ძალიან აქტიური იყო და 87-ე წუთზე ალჟირელ საიდ ბენრაჰმას საგოლე გადაცემა ქუსლით გაუკეთა. ეს ქართველისთვის პირველი შედეგიანი მოქმედება იყო „ლიონის“ შემადგენლობაში.

8 ტურის შემდეგ „ლიონს“ 13 ქულა აქვს და ლიგა 1-ში მე-7 ადგილზეა.