გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ შეხვედრაში „დიჟონს“ დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

24-ე ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა სტუმრად ითამაშა. „მეცისგან“ ასეთი შედეგი მოულოდნელი იყო, რადგან ლიდერთა ჯგუფს წარმოადგენს და ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის, „დიჟონი“ კი გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერია.

მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – ამჯერად 22 წლის ქართველ თავდამსხმელს გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია, 78-ე წუთზე კი შეცვალეს.

მეცმა“ 24 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვა, ლიდერ „ლე ავრს“ (51) უკვე 13 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ ზურიკო დავითაშვილის „ბორდოსა“ (42 ქულა) და „სოშოსთან“ (41) ჩამორჩენა ვერ შეამცირა და მეოთხე ადგილზე დარჩა.