გიორგი მიქაუტაძის დედა - ყველა პატარას ოცნებების ასრულებას ვუსურვებ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის დედა, ქალბატონი ნათია მიქაუტაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დანახვით გახარებული ბავშვები ემოციებს ვერ მალავენ.
„უსაყვარლესები ხართ, ბავშვებო. გამახსენდა, როცა გიორგიც ასეთი გახარებული და ბედნიერი ბრუნდებოდა შინ თავისი საყვარელი ფეხბურთელების ნახვის შემდეგ. ჩვენ კი ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ თუ მოინდომებდა, ყველაფერს მიაღწევდა, მისი ჯერიც დადგებოდა და ისიც ასე გაახარებდა ბავშვებს. მადლობა უფალს, ასეც ხდება, უკვე რამდენიმე წელია და, იმედია, კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება.
მინდა, ყველა პატარას თავიანთი ოცნებების ასრულება და ბედნიერი მომავალი ვუსურვო. დრო რომ მოვა, მათაც ასე გაეხარებინოთ ბავშვები და პატარებისთვის ბედნიერება ეჩუქებინოთ“, – წერს გიორგი მიქაუტაძის დედა.