„მეცის“ გულშემატკივრები „სენტ სიმფორიენის“ სტადიონზე დიდი ოვაციებითა და ემოციებით შეხვდნენ გიორგი მიქაუტაძეს – „აიაქსიდან“ იჯარით დარუნებულ თავდამსხმელს, რომელიც საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“ საშინაო მატჩამდე ცოტა ხნით ადრე წარადგინეს – ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International-ი ავრცელებს.
„ფრანგულმა კლუბმა ხუთშაბათს დაასრულა მოლაპარაკება ქართველი თავდამსმელის „მეცში“ დაბრუნების შესახებ. აგვისტოს ბოლოს მიქაუტაძე „აიაქსმა“ 16 მილიონ ევროდ იყიდა. თანხა, შეიძლებოდა კიდევ სამი მილიონით გაზარდილიყო, მაგრამ ამსტერდამული პერიოდი გიორგისთვის წარმატებული ვერ გამოდგა.
„მეცში“ დაბრუნება მიქაუტაძისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო, რადგან სეზონის დასაწყისში ოფიციალური მატჩები ფრანგულ კლუბში ჩაატარა, მოთამაშეს კი უფლება აქვს სეზონში მაქსიმუმ ორ კლუბში ითამაშოს.
„სენტ სიმფორიენის“ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ემოციური დახვედრით აჩვენეს, რომ მიქაუტაძის დაბრუნება ძალიან გაუხარდათ“, – წერს Voetbal International-ი.