გიორგი მიქაუტაძეს ნაკრების დახმარება სურს, გურამ კაშია კი კვიპროსთან მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ და თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ კომენტარები გააკეთეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
გურამ კაშია: „ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჯგუფში მდგომარეობა გავიმყაროთ, საიდანაც გვექნება მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსი. მოსამზადებელი პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, ყველა ჯანმრთელად და სათამაშოდ მზადაა. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს“.
გიორგი მიქაუტაძე: „მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ბევრი გოლი გავიტანე, ლიგა 1-ში გადავედი „მეცთან“ ერთად. ახლა ნაკრებში ვარ, რათა საქართველოს დავეხმარო და გამარჯვებები მოვიპოვოთ“.
კვიპროსი – საქართველოს მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (102,3).