გიორგი მიქაუტაძეს ბელგიაში დღეს ელიან - „მეცი“ იჯარას დაადასტურებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს ბელგიაში დღეს ელიან - „მეცი“ იჯარას დაადასტურებს #1TVSPORT

„მიქაუტაძე „სერენის“ თავსატეხის დაკარგული ნაწილია“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ფრანგული „მეცის“ 20 წლის ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაცია lavenir.net-მა. ინტერნეტ-პორტალის მტკიცებით, გიორგი მიქაუტაძეს ბელგიის ჯუპილერლიგისსერენში“ დღეს ელიან.

„ქართველი თავდამსხმელ „სერენს“ შეტევის გაძლიერებაში დაეხმარება, რომელიც აშკარად საკადრო დეფიციტს განიცდის. ახლა ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით – გიორგი მიქაუტაძე ბელგიურ გუნდში დაბრუნდება. „მეცი“ მისი იჯარის რეგისტრაციას სამშაბათს გეგმავს“, – ამტკიცებს ინტერნეტ-პორტალი lavenir.net.

გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. თავდამსხმელმა ბელგიის პირველ დივიზიონში გაიბრწყინა, კლუბის და ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 24 თამაშში 22 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და გუნდის ჯუპილერ ლიგაში დაწინაურებაში უდიდესი როლი ითამაშა.

კარგი სეზონის შემდეგ, გიორგის ჰქონდა იმედი, რომ საფრანგეთში „მეცში“ შანსი მიეცემოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, ლიგა 1-ში სათამაშო დრო არ მიეცა. კვირას, ლიგა 1-ის მორიგ ტურში „რეიმსთან“ (1:1) მიქაუტაძე „მეცის“ მწვრთნელმა ფრედერიკ ანტონეტიმ სამატჩო განაცხადშიც არ შეიყვანა და ფრანგული კლუბიც დაინტერესდა, რომ ქართველი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სადმე გაეშვა. „სერენი“ კი გიორგისთვის იდეალური ვარიანტია.