გიორგი მიქაუტაძემ „მონაკოსთან“ შეთანხმება უარყო #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ „მონაკოსთან“ შეთანხმება უარყო #1TVSPORT

გაზეთმა L’Equipe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძემ ახალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. „მეცმა“ ქართველი „აიაქსიდან“ იჯარის შემდეგ 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიბრუნა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ის არ დარჩება „მეცში“, განსაკუთრებით გუნდის ლიგა 2-ში გავარდნის შემდეგ.

L’Équipe-ის ცნობით, ის სიტყვიერად დათანხმდა „მონაკოში“ გადასვლას 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ (პლუს 2 მილიონი ევრო ბონუსებში) – „გუნდმა ვისამ ბენ იედერის წასვლა უკვე დაადასტურა, როგორც ჩანს, სამთავროს კლუბმა სწრაფად იპოვა შემცვლელი. მიქაუტაძეს ჯერ კიდევ შეუძლია, „მონაკოს“ შეუერთდეს, რომელსაც აქვს „მეცის“ თავდამსხმელის შეძენის უკეთესი შანსი, ვიდრე „ლიონს“, „რენს“, „ლანსსა“ და მარსელის „ოლიმპიკს“.

Foot Mercato-ს ცნობით კი, მიქაუტაძემ არაერთი მოლაპარაკება გამართა „მონეგასკების“ აღმასრულებელ დირექტორთან, ტიაგო სკუროსთან, ხოლო უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებს მენეჯერ ადი ჰუტერთან ელოდებიან. თუმცა L’Equipe-ის ინფორმაცია უკვე დადებულ სიტყვიერ შეთანხმებაზე თავად მიქაუტაძემ საკუთარ ინსტაგრამზე უარყო.

„მოგესალმებით. რამდენიმე სიახლე ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით. ჯერ მომავალი კლუბის არჩევანი არ გამიკეთებია. მოხარული ვიქნები, ჩემი გადაწყვეტილება გამოვაცხადო. მადლობა ყველას“, – დაწერა გიორგი მიქაუტაძემ.