გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ლილთან“ წააგო #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ლილთან“ წააგო #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა „ლილთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარა. ქართველმა თავდამსხმელმა გოლი ისევ გაიტანა, თუმცა „მეცმა“ თამაშის გადარჩენა ვერ მოახრეხა – 1:2.

„ლილი“ მესამე ადგილზე გასასვლელად და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის, „მეცს“ კი აუტსაიდერთა ზონასთან უპირატესობის გაზრდა სურდა.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და 22-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. სტუმართა კარისკენ შეხვედრის არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც მიქაუტაძემ უნაკლოდ შეასრულა. მეკარე დარტყმის მიმართულებას მიხვდა, მაგრამ ბურთი ვერ მოიგერია. „ლილმა“ ათ წუთში ისმაელის გოლით წონასწორობა აღადგინა, 44-ე წუთზე კი იუსუფ იაზიჩმა სტუმრები დააწინაურა. ეს ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

31 ტურის შემდეგ „მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზე, ანუ აუტსაიდერთა ზონაში დარჩა, ხოლო მიქაუტაძეს 11 გოლი დაუგროვა და ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში ხუთეულში გადაინაცვლა, თანაც ისე, რომ ნახევარი სეზონი საფრანგეთში არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა ბოლო 4 მატჩში მე-6 გოლი გაიტანა.