გიორგი მიქაუტაძე - სირთულეებს „მეცში“ გავუმკლავდი და იმედია, „აიაქსშიც“ მოვახერხებ #1TVSPORT
„დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციას, ვილი სანიოლთან ერთად, ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ესწრებოდა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.
„მომავალ თამაშებს მოტივირებული ვხვდებით. ამ მატჩებით პლეი ოფისთვის ვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
„აიაქსში“ ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯები, დამატებითაც ვვარჯიშობ. ჩემი ოჯახი გვერდით მიდგას და ეს ძალიან მეხმარება. რთული პერიოდი „მეცშიც“ მქონდა და გავუმკლავდი, იმედია, ამას „აიაქსშიც“ მოვახერხებ.
ველაპარაკე მთავარ მწვრთნელს და დამაიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ვითარება შევცვალო. გუნდელებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მათგან ბევრს ვსწავლობ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
მატჩების განრიგი:
16 ნოემბერი, თბილისი
21:00 | საქართველო – შოტლანია
19 ნოემბერი, ვალიადოლიდი
23:45 | ესპანეთი – საქართველო