გიორგი მიქაუტაძე - სეზონით საკმაოდ კმაყოფილი ვარ #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - სეზონით საკმაოდ კმაყოფილი ვარ #1TVSPORT

სერენის“ ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც გუნდის ბელგიის მთავარ ლიგაში დარჩენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი ორმატჩიან დაპირისპირებაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი იყო, მაგრამ სეზონის ბოლოს ფრანგულ „მეცში“ დაბრუნდება, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის.

საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელს „სერენის“ ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა რქვსი კითხვა დაუსვა:

„როგორი შეაფასებთ სეზონის შედეგს პირადად თქვენთვის და გუნდისთვის?

– პირადად მე საკმაოდ კმაყოფილი ვარ სეზონში ჩემი გამოსვლით. გუნდისთვის, პირველ რიგში, კარგი ისაა, რომ ადგილი შევინარჩუნეთ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო.

რომელი მატჩია სეზონში თქვენი საუკეთესო მოგონება?

– გამარჯვება „სტანდარტთან“, ასევე ბოლო მატჩი „მოლენბეკთან“ მისი სპორტული შედეგის გათვალისწინებით.

რომელმა სტადიონმა მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

განდას სტადიონმა.

შვებულებაში რას გააკეთებ?

– ცოტას ვისიამოვნებ და შემდეგ ფეხბურეთს სწრაფად დავუბრუნდები.

ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ ეს სეზონი?

– დავალება შესრულებულია.

რა გზავნილი გაქვთ გუნდის მხარდამჭერებისთვის?

– მადლობა მხარდაჭერისთვის მთელი სეზონის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა რთული პერიოდი გვქონდა. თქვენ იყავით ტრიბუნაზე, რომ გაგემხნევებინეთ. მადლობა ყველას!“.