გიორგი მიქაუტაძე - საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ოდესმე „სტანდარდის“ სტადიონზე ვითამაშებდი #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ ბელგიის ჩემპიონატის 31-ე ტურში ლიეჟის „სტანდარდს“ დერბი 1:0 გასვლაზე მოიგო, შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.
აღმოჩნდა, რომ „სერენმა“ თანაქალაქელი „სტანდარდი“ პირველად დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ ეს გამარჯვება გუნდს გამოაცოცხლებს და დარჩენილი სამ მატჩს მოიგებს:
„ამ შეხვედრას შეუძლია სტიმული მოგვცეს. ჩვენ 6 ქულით ჩამოვრჩებით პლეი ოფის დაწყებამდე „ზულტე-ვარეგემს“, ხოლო 5 ქულით – „ეუპენს“, მაგრამ ვინ იცის, რა სიურპრიზი გველოდება, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. „სტანდარდთან“ პირველმა გამარჯვებამ, შეიძლება, გამოგვაცოცხლოს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს კონკურენტებს კიდევ უფრო რთული მატჩები ელით და არ არის გამორიცხული, დარჩენილი მატჩები წააგონ. ჩვენ კი ამის შემდეგ ვთამაშობთ „ლეუვენთან“, შემდეგ „ოოსტენდესთან“ და „გენკთან“ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – აცხადებს მიქაუტაძე.
როგორც გაირკვა, მიქაუტაძე ლიეჟში „სტანდარდის“ თამაშზე პირველად რომ მოხვდა, სტადიონზე არსებული ატმოსფერო ძალიან მოეწონა და მას შემდეგ იქ თამაშზე ოცნებოდა:
„ყველაზე მეტად მინდოდა დერბის მოგება. მას შემდეგ, რაც ლიეჟის რეგიონში ჩამოვედი, სკლესინის სტადიონს გავუყევი და ვუთხარი საკუთარ თავს: „ოდესმე იქ ვითამაშებ“. ვიცი, რომ შესანიშნავი ატმოსფეროა, რომელიც ძალიან მიყვარს! ტრიბუნებზე დიდ ენერგიაა და ისე მომწონს, ჩემთვის ადრენალინივით არის“, – ამბობს ქართველი თავდამსხმელი.