გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული whoscored-მა დაასახელა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის თამაში ინტერნეტპორტალმა 8,5 ქულით შეაფასა – საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში „მეცმა“ „ლანსს“ უმასპინძლა და მიქაუტაძის დუბლით 2:1 დაამარცხა.
მიქაუტაძემ დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა, სულ კი მიმდინარე სეზონში ცხრა გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მერვე ადგილზეა.